დასრულდა კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები 3×3.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, ვაჟებს შორის ჩემპიონი გახდა თელავის №9 საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც ფინალში დაამარცხა რუსთავის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო ნახევარფინალში უპირატესობა მოიპოვა თბილისის №51 საჯარო სკოლის გუნდთან.
“ვულოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ეტაპზე!” – ნათქვამია თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.