ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში „მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შერჩევის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ილია მზექალაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა ახალგაზრდებთან გასაუბრება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრობის მსურველთაგან შეირჩევა 15 საუკეთესო და აქტიური წევრი, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან საბჭოს მუშაობაში.
“შევხვდი ახალგაზრდებს, რათა შეგვერჩია “მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს” წევრები. საბჭოს მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.