“მოქალაქეთა საყურადღებოდ!
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს, თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
8 დეკემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის ქუჩაზე (ფიქრის ხიდიდან ალაზნის ბაზრობის მონაკვეთის ჩათვლით),” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.