საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 7 აგვისტოს, ნადიკვრის პარკში, გაიმართება ბიძინა კვერნაძისა და ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “მუსიკალური ზაფხულის” მორიგ საკონცერტო სერიაში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ წულუკიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი და კვარტეტი “ჰერიო.”
ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.