5 მაისს, თელავის მერიის მხარდაჭრით, უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება.

5 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეზოში (მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქ. №2, მედქალაქის ტერიტორია), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება უფასო სკრინინგის აქცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (პირდაპირ და ირიბ პროექციაში), შედეგების ორ დამოუკიდებელ რადიოლოგის მიერ შეფასებას და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი-30-60 წლის ასაკის ქალებში B ჰეპატიტის (HBV), C ჰეპატიტის (HCV) და აივ ინფექცია/შიდსის (HIV/AIDS) სკრინინგი, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.
“მიღება იწარმოებს ცოცხალი რიგის საშუალებით.
გთხოვთ, მობრძანდეთ და ისარგებლოთ უფასო სამედიცინო სერვისებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.