4 დეკემბერს, გაიმართა მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში გოგონებს შორის.

4 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში გოგონებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – თელავის N:7 საჯარო სკოლა;
II ადგილი – სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური თამაშები გაიმართება კიდევ სპორტის 2 სახეობაში.