28 აგვისტოს, სოფლებში – გრემი და ენისელი, სახალხო დღესასწაული „გრემქალაქობა“ აღინიშნება.

28 აგვისტოს, მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან ერთად, სოფლებში – გრემი და ენისელი, სახალხო დღესასწაული „გრემქალაქობა“ აღინიშნება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან, სპორტსმენებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართულ ჭიდაობაში შემდეგ წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს:
55 კგ. – I ადგილი – ვახო ლოლაძე, II ადგილი – მათე ჭილაშვილი;
60 კგ. – I ადგილი – ნიკა ხუზაურაშვილი, II ადგილი – გიორგი პავლიაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – გიორგი რცხილაძე, II ადგილი – თენგო ბაშარული;
73 კგ. – I ადგილი – გიორგი ცისკარიშვილი, II ადგილი – ნიკა აფშინაშვილი;
81 კგ. – I ადგილი – ზურა სირაძე, II ადგილი – თორნიკე მოსიაშვილი;
აბსოლუტური – I ადგილი – დავით ხარაზიშვილი, II ადგილი – დიმიტრი გოჩილაიძე.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადასცეს.