თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 23 ივნისს, 18:00 საათზე, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, თანამედროვე მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც შესრულდება ზაზა კილასონიას გამორჩეული საავტორო ნაწარმოებები.
მონაწილეობენ:
• ზაზა კილასონია
• გიორგი რევიშვილი
• გოჩა ჩოგოვაძე
• ელეონორა გოგოლაშვილი
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.