22 ივნისს, საქართველოს კლინიკების რეფერალურ ჰოსპიტალში (მისამართი: სეხნიაშვილის ქ. №1), 23 ივნისს, ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეზოში (მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქ. №2, მედქალაქის ტერიტორია),
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება უფასო სკრინინგის აქცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:
• ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (პირდაპირ და ირიბ პროექციაში), შედეგების ორი დამოუკიდებელი რადიოლოგის მიერ შეფასებას და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 30-60 წლის ასაკის ქალებისთვის;
• B ჰეპატიტის (HBV), C ჰეპატიტის (HCV) და აივ ინფექცია/შიდსის (HIV/AIDS) სკრინინგი;
• არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.
მიღება იწარმოებს ცოცხალი რიგის საშუალებით, 10:00-დან 18:00 საათამდე.