1 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება.

1 აპრილს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყვარელში, სს საქართველოს კლინიკების ყვარლის კლინიკის ეზოში (ქალაქი ყვარელი, ი. ჭავჭავაძის 3ა), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
• ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 30-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
• HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
• HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
• HIV-აივ ინფექცია /შიდსის სკრინინგი.
გთხოვთ მობრძანდეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას!