ხელისუფლების წარმომადგენლები ახმეტის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, მინისტრის პირველ მოადგილე, ლაშა მაღრაძესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ახმეტის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახმეტის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შესთავაზებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, რაც უზრუნველყოფს სერვისების კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს იუსტიციის სახლის 7 ახალი ფილიალის მშენებლობა. სამინისტროს ცნობით, მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს სერვისების მუდმივი განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა.