ხელისუფლების წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ახმეტის – თელავის – ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მატანში და დუისში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ყურადღება გამახვილდა ზემოაღნიშნულ სოფლებში, უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებზე, ამ დროისათვის არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.