22 მაისს, კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე ისტორიულ კომპლექსში „წინაპარი,“ სტარტი აიღო მწერალთა სახლის ლიტერატურულმა მარათონმა „გაზაფხულის არა-კი.”
მარათონის მენტორებმა და ჟიურის წევრებმა − ცირა ყურაშვილმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა და ბაჩო კვირტიამ კონკურსანტებს გააცნეს მარათონის დავალება − 3 ვარიანტი, ასარჩევად:
1. თხზულების სათაური: „ირაკლის უჯრა;“
2. თხზულების ეპიგრაფი: „…სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“ (ფრაგმენტი/ტაეპი გალაკტიონის ლექსიდან „ეფემერა“);
3. თხზულების პირველი წინადადება: „დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა…“
კონკურსანტებს არჩეული ვარიანტის მიხედვით ორიგინალური პროზაული ნაწარმოების დასაწერად აქვთ 48 საათი.
„გაზაფხულის არა-კი“-ს მარათონში მონაწილეობს 8 ავტორი:
მაია მინდელი
თამთა ხელაია
ვახო ვახტანგაძე
აკაკი დაუშვილი
თინათინ გარადინსკი
სოფიო გოგოლაძე
გიორგი კუცია
ანი ბადალაშვილი
პროექტის თანაორგანიზატორია „საერთაშორისო კულტურის სივრცე;“ კონკურსანტებს მასპინძლობს ისტორიული კომპლექსი „წინაპარი,“ რომელიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მარათონის მონაწილეებს შემოქმედებითი მუშაობისთვის.
მარათონი დასრულდება 24 მაისს, რის შემდეგაც ნაწარმოებები გადაეცემა ჟიურის წევრებს გასაცნობად, შესაფასებლად და 3 გამარჯვებულის გამოსავლენად.
მწერალთა სახლი და „საერთაშორისო კულტურის სივრცე“ მარათონის თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებს!