ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ყვავილებით შეამკო.

დღეს, ყვარელში, ილიაობა აღინიშნება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალშვილმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ყვავილებით შეამკო.
“ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრთან დავით მათიკაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან გივი ზაუტაშვილთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ყვავილებით შევამკე. დღეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღია ქართველი ხალხისათვის და ყვარლელებისათვის, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. თითოეული ჩვენგანი ვალდებულები ვართ, რომ გვახსოვდეს მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.