ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, მოსახლეობას შეხვდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, ქალაქ ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ მოქალაქეებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. 
“კარდაკარის პრინციპით ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ყვარელს!” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.