ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ილია მზექალაშვილი წარადგინეს.

დღეს, “ქართულმა ოცნებამ” ყვარელში წარადგინა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
ილია მზექალაშვილმა „ქართული ოცნების” გუნდს მადლობა გადაუხადა  გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები აცხადებენ, ილია მზექალაშვილი დაიბადა და გაიზარდა ყვარელში, შესაბამისად ის ძალიან კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და შეძლებს, იყოს ღირსეული მერი.