ყვარელში, ბუნებრივი კატასტროფების რისკებზე და რეაგირების გზებზე შეხვედრა გაიმართა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ბუნებრივი კატასტროფების რისკებსა და რეაგირების ღონისძიებებზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კატასტროფის პირველი ნიშნების შენიშვნის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, ბუნებრივი საფრთხეების შესახებ, მათ შორის მეწყერის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და სხვა კატასტროფული მოვლენების რისკებზე.