ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება.

იწყება ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც ერწყმის ქალაქის გარემოს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გია ბენაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი და მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24 საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს ექნებათ შესაძლებლობა, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლი ქალაქ სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.