სწავლებისა და დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა – “ბიდისი აკადემია თელავი.”

“ბიდისი აკადემია თელავი,” უკვე 4 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას, რომელიც ყველა დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ისწავლოს სასურველი მიმართულებით და დასაქმდეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამები, რომლებიც ისწავლება “ბიდისი აკადემია თელავის” ფილიალში არის ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ სრულიად საქართველოში.
როგორც “ბიდისი აკადემია თელავის” მენეჯერმა, თამარ ჭუაძემ განაცხადა, მხოლოდ თელავის ბიდისი აკადემიაში ისწავლება ისეთი პროგრამები როგორებიც არის: ვეტერინარია, აგროკონსულტანტი, მებაღეობა – მეყვავილეობა, მევენახეობა, მეღვინეობა. გარდა ამისა, დიდია მოთხოვნა კურსებზე: ფარმაცია, საექთნო, მასაჟი, ფიზიოთერაპია, კულინარია, კონდიტერია, ბუღალტერია. ლექციებზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ.
“ბიდისი აკადემია თელავის მეშვეობით დასაქმდა ძალიან ბევრი ადამიანი, ასე მაგალითად, ფარმაციის მიმართულებით ამ დროისთვის დასაქმებულია 36 კურსდამთავრებული. ბიდისი აკადემიის მენეჯმენტი მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენთან მოსულ თითოელ მსმენელს შევუქმნათ კომფორტული გარემო სწავლებისთვის და შემდეგ უკვე შევუწყოთ ხელი დასაქმებაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა, სადაც ბიდისი აკადემიის მსმენელები გადიან სტაჟირებას, ხოლო სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ საქმდებიან. დასაქმება ჩვენთვის წარმოადგენს  პიორიტეტს, რადგან მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა შესწავლილი პროფესია გამოიყენონ პრაქტიკაში და ჰქონდეთ ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა,” – აღნიშნა “ბიდისი აკადემია თელავის” მენეჯერმა, თამარ ჭუაძემ.
“ბიდისი აკადემია თელავს”  აქვს უპრეცედენტო სიახლე, კურსი, რომელიც როგორც სილამაზის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ეხმარება ცოდნის დაუფლებაში, თუ როგორ აწარმოონ საკუთარი ბიზნესი.
შეგახსენებთ, რომ “ბიდისი აკადემია თელავში” სწავლისათვის ასაკი არ არის შეზღუდული.
რატომ უნდა აირჩიო ბიდისი?
  • სასიამოვნო გარემო;
  • მსმენელზე მორგებული გრაფიკი როგორც სწავლების, ასევე სწავლის ღირებულების;
  • დახვეწილი პროგრამები;
  • დასაქმების რეალური შესაძლებლობა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 11 01 20