სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 მოქალაქეს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 მოქალაქეს სამედიცინო დანიშნულების გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეტლების გადაცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს ადამიანებზე ორიენტირებული მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის.