საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით,
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რეგიონებში საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების არსებული მდგომარეობა და აღნიშნული პროცესის მიმდინარეობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა.