დღეს, ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში, იმყოფებოდნენ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელმძღვანელთან ფატი ჩხიკვიშვილთან და სკოლის დირექტორთან ხათუნა ქვლივიძესთან ერთად.
საგარეჯოს რესურსცენტრის ინფორმაციით, გოგონებმა გურჯაანის ტექნო-პარკში მონაწილეობა მიიღეს “NASA Space Apps Challenge-ში” და კახეთის რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს, სწორედ ამიტომ მათი ინოვაცია სატელევიზიო გადაცემაშიც გაშუქდა.
“აღსანიშნავია, რომ სკოლის პროექტი ეძღვნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას და წარმოადგენს კლიმატზე ადაპტირებულ, წყლის შემგროვებელ ჭკვიან სისტემას, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით. ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას ინოვაციებისა და მეცნიერების გზაზე,” -საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.