საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა, მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 მოქალაქეს გადასცა სამედიცინო დანიშნულების გადასაადგილებელი ეტლი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ პერმანენტულად ეხმარება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ მადლობა გადაუხადა ქალთა ასოციაციას თანამშრომლობისთვის.