პლატონ კალმახელიძე და ვაჟა მაღრაძე თელავის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ვაჟა მაღრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესთან ერთად, სოფლების — ართანის, იყალთოსა და კონდოლის მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა სოფლებში არსებული საჭიროებები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო ინფრასტრუქტურული გეგმები იყო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ართანაში წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, იყალთოში საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, ხოლო კონდოლში შიდა საუბნო გზების მოწყობას.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.