პლატონ კალმახელიძე გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 81- ე წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანში, გვირგვინებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, დიდების მემორიალი  და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდების მემორიალთან ასევე შეიკრიბნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალზე განთავსებული თავიანთი სოფლის კუთხე შეამკეს ყვავილებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით მიიღებენ  – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს.