პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე, რთველის საორგანიზაციო საკითხებისა და აქტიური ტურისტული სეზონის განხილვის პარალელურად, აქცენტი გაკეთდა დასუფთავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დროულად მოგვარების გზებზე.

მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი ესწრებოდა.