პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული პროექტების განხორციელების საკითხზე, ასევე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე.
აღსანიშნავია, რომ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის სრულყოფილად შექმნის მნიშვნელობაზე და მერების სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართულობის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო პროცესის მონიტორინგის მიზნით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა.
მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.