კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაფარეულში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ზურაბ ბალაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.