დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში 2023-2024 წლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებით კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელმა ზაზა შოშიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჯანაშვილმა.
2023-2024 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლა მედალზე 37-მა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 30 მათგანი ოქროს, ხოლო 7 ვერცხლის მედალოსანია.
დღესვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებმაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიები მოიპოვეს, შესაბამისი სიგელები გადაეცათ.