“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა გამოწვევა აღმოიფხვრება.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მიხეილ კუტიბაშვილთან ერთად, წნორის უბნებში მოსახელობას შევხვდი. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რასაც სამომავლოდ ვგეგმავთ.
ჩვენმა გუნდმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა და უკვე წლებია ეს გამოწვევა წარმატებით დაიძლია. ასევე, გამოწვევაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომლის დიდი ნაწილი უკვე განვახოციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ვცდილობთ, აქტიურად განვავითაროთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. ამ მხრივაც გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევასხამთ ხორცს,” – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.