გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფარგლებში ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით, კახეთის რეგიონში გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი.
საქართელოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი მუნიციპალურ დონეზე არსებული გამოწვევების, განვითარების მიმართულებებისა და მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება იყო, რათა მომზადდეს ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩარჩო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების, განათლების, სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და მუნიციპალური სერვისების მიმართულებებს. ასევე ხაზი გაესვა დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მუნიციპალიტეტების მერები და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი.