“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში ილია მზექალაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად იმსჯელა არსებულ გამოწვევებზე.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს, ქალაქ ყვარლის ე.წ მეურნეობის დასახლების მცხოვრებლებთან ერთად ვიმსჯელეთ არსებულ საჭიროებებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. თითოეული პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მორგებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.