ილია მზექალაშვილმა მოსახლეობასთან ერთად საპროექტო წინადადებებზე იმსჯელა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ჭიკაანის, გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
“შევხვდი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, სადაც ადგილობრივებმა დაასახელეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები:
ჭიკაანი – არსებული სკვერის კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა.
გავაზი – სკვერისა და პოლიკლინიკის ეზოს კეთილმოწყობა.
სანავარდო – გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და არსებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.