ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა თანამშრომლებს გავაზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი რამაზ წყალობაშვილი წარუდგინა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი.