“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შევხვდი მოსახლეობას, სადაც გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები:
შილდა – სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია;
ენისელი – გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა;
საბუე – საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
გრემი – სასაფლაოს შემოღობვა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.