თესაუს პროფესორებს, ვაჟა მაღრაძემ და პლატონ კალმახელიძემ საიუბილეო თარიღი მიულოცეს.

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების, ზაურ გუმაშვილისა და თეიმურაზ ახალმოსულიშვილის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესორებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი პროფესიული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.