თელავის ჩოგბურთის კორტებზე, 12 წლამდე გოგონათა შორის, ევროპის პირველობაზე ჩოგბურთის ტურნირი იმართება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი, თელავის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკა სვიმონიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ჩემპიონატში საქართველოდან, ავსტრიიდან, ბოსნია ჰერცეგოვინადან, კვიპროსიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან და სერბეთიდან მონაწილეობს 40-მდე სპორტსმენი.
ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 26 ივლისს.