თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის წევრებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.