თელავში, საქართველოს პარლამენტის ინიცირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები, ასევე, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები დაესწრნენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის სხვადასხვა ფორმის დროულად ამოცნობის, სათანადო რეაგირების, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.