თელავში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ხდება გზების გამავლობის ეტაპობრივი აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სრულად აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მოსახლეობას ყველა ძირითად მარშრუტზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.