თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სოფელ ნაფარეულში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ზურაბ ბალაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.