თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 28 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის მიზანია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება, მათთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის ხელშეწყობა და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 47 000 ლარს.