თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა.

თელავის მთავარ ბიბლიოთკას საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით, ესტუმრა თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და ბიბლიოთეკარებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე.
თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრისას სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარედგინათ საბიბლიოთეკო ქსელში არსებული საქმიანობა და სამომავალო გეგმები, ასევე მოეწყო ბიბლიოთეკის ისტორიის ამსახველი მასალების, მინიატურული და ავტოგრაფიანი წიგნების გამოფენა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.