თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტირის სროლაში ტურნირი ჩატარდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გიორგი ყარაულაშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა, ტურნირის გამარჯვებულ მონაწილე ქალბატონებს ჯილდოები და თაიგულები გადასცეს, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი: ნინო ვაყელიშვილი – საქართველოს ბანკი;
II ადგილი: ქეთევან ჩახუტაშვილი – ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავი;”
III ადგილი: გულნარა ანაშვილი – ქალაქ თელავის მე-8 საჯარო სკოლა.
საუკეთესო ჯგუფის ავტორი: თეკლა ჩაგანავა (IV საპატიო ადგილი).