თელავის მერიის მხარდაჭერით თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

თელავში, ღვაწლმოსილი მეცნიერის თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გიორგი ყარაულაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, გიგა მამუკელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი თელავის“ ინიციატივით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.
თეიმურაზ ვახტანგიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის გამორჩეული მკვლევარი, მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილებით. იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სასწავლო და კვლევით საქმიანობას, ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის აკადემიურ სტრუქტურებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიული მეცნიერების განვითარებაში.
თეიმურაზ ვახტანგიშვილი არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევით პროექტებში და აღზარდა სტუდენტთა არაერთი თაობა.