თელავის კულტურის ცენტრმა, ფილმების ორდღიან რეტროსპექტივას უმასპინძლა.

29-30 აპრილს, ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა თელაველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმების ორდღიან რეტროსპექტივას, რომელიც მიეძღვნა რეჟისორის მამის, ასევე თელაველი გამოჩენილი კინომოღვაწის, ხმის რეჟისორის გარი კუნცევის ხსოვნას.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, რეტროსპექტივის განმავლობაში მაყურებელმა ნახა ოთხი განსხვავებული ფილმი: „გამჭვირვალე სამყარო,“ „მშთ 15. ბედნიერების ანგელოზი,“ „ქართული ინჟინერიის შედევრები“ და მემორიალური ფილმი თავად გარი კუნცევის შესახებ.
ჩვენებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კინომოყვარულები, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.