თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლი – „იფიგენია ავლისში.“
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი გაიმართა თეატრალური ფესტივალის – „მაჩაბელას შემოდგომა თელავში“ ფარგლებში. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი კაშია.
სპექტაკლს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ყარაულაშვილი და გიორგი ქართლელიშვილი დაესწრნენ.