2026 წლის 31 მაისს, საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურმა სტუდიამ ,,ნატვრის ხე,” (ხელმძღვანელი- ირაკლი კოჭლამაზაშვილი), მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავში, მზიანი საქართველოს ფარგლებში გამართულ შემოქმედებით ფესტივალზე.
თეატრი ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ- მასპინძელის” მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარსდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, ფესტივალის პროფესიულმა ჟიურიმ ,,ნატვრის ხეს” ქართული კლასიკური ლიტერატურის საუკეთესო სასცენო ადაპტაციის ნომინაცია მიანიჭა.