ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზურაბ ფილაშვილმა, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცა და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, საშობაო ამანათი თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 21 მოქალაქეს გადაეცა.
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავიარეისი შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო 6 თვის მანძილზე დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ავიარეისების ასრულებს და თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას უფასოდ უზრუნველყოფს.