“ვარდისუბნის მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ საკითხებზე ვისაუბრე,” – ვაჟა მაღრაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პრიორიტეტული საკითხები ადგილობრივებთან ერთად გამოკვეთა.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც სოფლის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოვყავით ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით კი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების საჭიროება და სკოლის უზრუნველყოფა გათბობით.  ისევე როგორც სხვა სოფლებში, ვარდისუბანშიც იგრძნობა ერთობა და მზაობა, რომ საერთო საქმეში თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანოს. სითბო და მხარდაჭერა, რომელიც მივიღე, ჩემთვის განსაკუთრებული ძალაა. სწორედ თქვენი თანადგომით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებას და უკეთესი მომავლის შექმნას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.